ფეხბურთი

0:56 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ზუსტად ისეთი თამაში მინდა, როგორც "ბარსელონასთან" ვითამაშეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გლადბახთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ისე უნდა ითამაშონ, როგორც „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

„ჩვენი თამაში „ელ კლასიკოში“ არის ზუსტად ის, რაც „გლადბახთან“ უნდა ვაჩვენოთ. შესანიშნავად ვითამაშეთ, ვიბრძოდით გუნდურად და რაც მთავარია, ამჯერადაც ვეცდებით იგივე გავაკეთოთ. უნდა გავიმეოროთ ის, რაც შაბათს ვაჩვენეთ.

ვიცით რა ვითარებაა მატჩის წინ. 90 წუთი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ. რთული მატჩი იქნება, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რასაც მოედანზე ვაკეთებთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „გლადბახისა“ და „რეალის“ მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110912