ფეხბურთი

22:59 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

VAR-ი მთავარ მსაჯს "ბარსელონას" კარში პენალტის დანიშვნას არ ურჩევდა

„ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩის VAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯი მადრიდელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნის წინააღმდეგი იყო. როგორც ესპანური მედია იტყობინება, მან მთავარ მსაჯს უთხრა, რომ წესის დარღვევა არ იყო და პენალტი არ უნდა დაენიშნა.

თუმცა, მთავარმა არბიტრმა ხუან მარტინეს მუნუერამ ეპიზოდი ეკრანზე შეამოწმა, რის შედეგადაც ვიდეორეფერის რჩევის მიუხედავად, პენალტი დანიშნა, რომელიც სერხიო რამოსმა გაიტანა და მატჩის ბედი პრაქტიკულად ამ გოლმა გადაწყვიტა.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კი მოითხოვს, რომ მსაჯებს შორის გამართული დიალოგის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას სიტუაციის ანალიზის გამო.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოში“ „რეალმა“ „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 3:1 დაამარცხა.

0.115297