სხვა

20:52 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბრის ბაშო: ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა

ნოემბრის ბაშოს წინ იაპონიის სუმოს ასოციაციამ მაკუუჩი დივიზიონის (უმაღლსი საფეხური) განახლებული ბანძუკე, იგივე რეიტინგი გამოაქვეყნა. შედეგად, გაირკვა, რომ მოახლოებულ სუპერტურნირზე ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აღმოსავლეთ დივიზიონის მე-7 მაეგაშირა იქნება.

ტოჩინოშინის დაქვეითების მიზეზი ბოლოს (სექტემბერში) ჩატარებული წარუმატებელი ბაშოა, სადაც ლევანმა ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით - 6 მოგებითა და 9 წაგებით დაასრულა.

ჯონიდან დივიზიონში (რანგით მეხუთე დივიზიონი) დაქვეითდა თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, რომელსაც ბოლო პერიოდი ტრავმების გამო გაუცდა და ამჯერად 46-ე ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბაშო ტოკიოში 8-22 ნოემბერს გაიმართება.

0.115881