საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო ATP-ს რეიტინგში ისევ დაქვეითდა, რაც მოსალოდნელი იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა ამჯერად ორი პოზიცია დათმო და 1 395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე დაქვეითდა. ბასილაშვილი სეზონის განახლების შემდეგ ძალიან ცუდად ასპარეზობს და მიჯრით 9 შეხვედრა აქვს წაგებული.
რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს, საუკეთესო ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც კვალში რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი, როჯერ ფედერერი და სტეფანოს ციციპასი უდგანან.