ფეხბურთი

17:40 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისკო ზიდანით უკმაყოფილოა: "შესვენებაზე მცვლის და შეცვლაზე მე-80 წუთიდან მათამაშებს"

მადრიდის „რეალში“ ისკო თავისი ყოფით უკმაყოფილოა. მან ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ ფრანგი სათამაშო დროს საკმარისად არ აძლევს.

„თუ ჩემი შეცვლა უნდა, 50-ე, მე-60 წუთზე მცვლის, ხშირად შესვენებაზეც. თუ შეცვლაზე უნდა შემიყვანოს, მხოლოდ მაშინ, როცა თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩება“, - ციტირებს ისკოს სიტყვებს Movistar-ი.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონშ კი მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, ჯამში 147 წუთი, ორჯერ იყო ძირითადში და ორჯერვე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110905