ფეხბურთი

12:40 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ბანკი ფინალში მეტოქეს ელოდება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და პირველი ფინალისტი გამოვლინდა.

საქართველოს ბანკმა ლიბერთის სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ვერცხლის ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს. „ბანკირების დერბიში“ პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი BOG-მა უპირატესობა მოიპოვა. ორი ბურთი გიორგი წივილაშვილის ანგარიშზეა.

კავკასიის ავტოიმპორტმა ევროპაბეთს პირველ შეხვედრაში 9:4 სძლია. CAI-მ დამაჯერებელი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლია ლაშა ჯოხაძის ანგარიშზე. ჰეთრიკი გაიფორმა გიორგი მაჩხანელმა. „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან სამი ბურთი გიორგი ლუკავამ გაქვითა.

გიორგი ცაგარეიშვილი, BOG:”ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დღესაც თანაბარი თამაში იყო. მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კომპონენტში ვაჯობეთ ლიბერთის. მომენტების გამოყენება შევძელით და ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მეტოქე, დიდი ალბათობით, კავკასიის ავტოიმპორტი იქნება, რომელთანაც შანსებს მათი მცირე უპირატესობით შევაფასებდი. საბოლოო ჯამში, ყველაფერს თამაში გვიჩვენებს.“

ვერცხლის ლიგის განმეორებითი შეხვედრა CAI-სა და ევროპაბეთს შორის პირველ ნოემბერს გაიმართება.

sbm.ge

0.1189