ფეხბურთი

20:12 | 25.10.2020 | ნანახია 2533 - ჯერ

"ანორთოსისის" პრინციპული გამარჯვება და ქვილითაიას ლამაზი გოლი (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში „ანორთოსისმა“ მოიგო და გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდი ერთ-ერთ კონკურენტ და პრინციპულ მეტოქეს, „აპოელს“ დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა.

თავიდანვე გეტყვით, რომ მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, რაც ნიშნავს, რომ დაზიანება აღარ აწუხებს. თორნიკეს დარად 90 წუთი გაატარეს მოედანზე გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ.

ქართველმა ფორვარდმა 67-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მოხდენილი გოლი გაიტანა. ეს მისთვის მესამე გოლია (5 თამაშში) „ანორთოსისში“ ყველა ტურნირის ჩათვლით, უშუალოდ კვიპროსის ჩემპიონატში კი მეოთხე თამაშში თავი მეორედ გამოიჩინა. აქვე ვთქვათ, რომ პირველი გოლი ფამაგუსტელთა რიგებში აპოელის წინააღმდეგ ბრანკო ვრგოცმა გაიტანა.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 16 ქულას მოუყარა თავი, მეორე ადგილზეა და ლიდერ ლიმასოლის „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 28 ოქტომბერს „ეთნიკოს ახნასთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 26.10.2020
qomagi (1575)

ყოჩაღ, კარგი იყო, მაგრამ მეკარემაც ჭამა, ახლო კუთხეში იყო დარტყმული და თან არც ისე ძლიერად.

08:17 | 26.10.2020
ogafa (10143)

ყოჩაღ

21:15 | 25.10.2020
valeri8848 (2622)

პასიც აღსანიშნავია

20:59 | 25.10.2020
araza-1918 (6330)

კარგია

20:15 | 25.10.2020
dinamo222 (8587)

კარგიაა ! ნეტავი გენტის მენახირეები თუ ნახავენ ამ გოლს და რას იტყვიან მაგრა მაინტერესებს

0.125326