ფეხბურთი

19:02 | 25.10.2020 | ნანახია 0 - ჯერ

"ბარსელონას" კოუტინიო გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელმა მარცხენა ფეხის ბარძაყი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ტრავმა და მისი ხარისხი. თუმცა, გარკვეულია ის, რომ კოუტინიო „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „იუვენტუსთან“ ვერ დაეხმარება. სამხრეთამერიკელმა ფეხი მადრიდის "რეალთან" მატჩში (1:3) მიიღო, რომელიც შეუცვლელად ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. „ბარსელონას“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ კოუტინიოს გარდა, ჟერარ პიკეც დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:15 | 08.01.2014
Hradets Kralove (39)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

16:32 | 08.01.2014
chamilo (33560)

RMA FANS ჭირიანი სულაც არ არის,ალბათ შენ არ იცი ეს ტრამვა საიდან გაურთულდა,შარშან მთელი სეზონი ტრამვიანმა ითამაშა და ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი და არ გაიკეთა,ზაფხულისთვის გადადო და გამაყუჩებლით თამაშობდა და 1 ოპერაციამ არ უშველა შემდეგ რადგან სერიოზული სახე მიიღო გართულებამ და ამიტომაც გაუკეთდა კიდევ ოპერაცია,გუნდის სასიკეთოდ გაირთულა მდგომარეობა თავის დროზე

17:56 | 08.01.2014
RMA FANS (3925)

ეგ ნამდვილათ არ ვიცოდი )

14:55 | 08.01.2014
El Fenomeno (2082)

მუნდილაზე უეჭველი უნდა იყო შენ ჭირიანო

14:28 | 08.01.2014
RMA FANS (3925)

ესეც მაგარი ჭირიანია

14:15 | 08.01.2014
El Capitano 7 (35967)

შვაინ მუნდიალზე უნდა იყოო შეჩ

0.06586