ისტორია

9:57 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

25 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2008 - თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიოზე ერთმანეთს არგენტინისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. სხვა არგენტინელ ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა დიეგო არმანდო მარადონამ მიიღო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1621 - ამერიკაში ინგლისური კოლონია პლიმუტის მთავრობამ შობის სადღესასწაულო პერიოდში ყოველგვარი სპორტული ღონისძიების ჩატარება აკრძალა.

1897 - რუსეთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. ეს თარიღი რუსეთის ფეხბურთის დაბადების დღედაა ცნობილი.

1925 - ლესტერ პატრიკი “ნიუ იორკ რეინჯერსის” გენერალური მენეჯერად დაინიშნა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგი გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახდა.

1925 - ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებში, 36 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა მცველ ფრენკ ჰუდსპეტს. იგი იმხანად “ნიუკასლ იუნაიტედში” გამოდიოდა, ინგლისი კი ირლანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდა.

1964 - ჰოლანდიელი ანტონ ჰეეზინკი პირველი არაიაპონელი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

1968 - ოლიმპიურ თამაშებზე ბალახის ჰოკეიში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. იგი ორ საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, რომელშიც ჰოლანდიამ ესპანეთი ექვსი ოვერტაიმის შემდეგ 1:0 დაამარცხა.

1972 - ბელგიელმა ველოსიპედისტმა, “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის გამარჯვებულმა ედი მერქსმა ერთ საათში 30 მილი და 1.258 იარდი გაიარა.

1975 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “დენვერ ნაგითსმა” “მაკნიველს სპორტს არენაზე” პირველი მატჩი ჩაატარა.

1980 - მაიკ ვივერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯერი კოეცი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1990 - ევანდერ ჰოლიფილდმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბასტერ დუგლასი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2005 - შვეციის საფეხბურთო კლუბმა “ელფსბორგმა” გასვლაზე “დიურგარდენთან” 1:8 წააგო, რის შემდეგაც ელფსბორგელთა ხელმძღვანელობამ გუნდის გულშემატკივრებს ოფიციალურად მოუბოდიშა და სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურებას დაჰპირდა.

2007 - ნორვეგიული საფეხბურთო კლუბის, “რუსენბორგის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კნუტ ტერუმმა დატოვა.

2007 - ინგლისური “ბოლტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარი მეგსონი დაინიშნა.

2007 - პოპულარულმა ინტერნეტ-გვერდმა AskMen.com-მა ჩატარებული სპეციალური გამოკითხვის შედეგად, 2007 წლის მამაკაცად ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი დაასახელა.

2008 - გერმანიის ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ყოფილი მეკარე ტიმო ჰილდებრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბუნდესლიგურ “ჰოფენჰაიმში” გადავიდა.

2008 - თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიოზე ერთმანეთს არგენტინისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. სხვა არგენტინელ ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა დიეგო არმანდო მარადონამ მიიღო.

2013 - გროზნოში ჩატარებულ “კადიროვის თასზე” თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (120 კგ) გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1918 - ჯიმ პიტერსი. დიდი ბრიტანელი სტაიერი. მარათონულ გარბენში 1952-54 წლებში დამყარებული აქვს მსოფლიოს ოთხი რეკორდი.

1925 - იაკოვ რილსკი. საბჭოთა მოფარიკავე. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა ჩემპიონობა, პირადში – ბრინჯაოს მედალი.

1927 - ფრენკლინ ჰელდი. ამერიკელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1953, 1954,

1933 - ვიქტორ კაპიტონოვი. საბჭოთა ველოსიპედისტი. პირველი საბჭოთა სპორტსმენი მამაკაცი, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლო. წარმატებით წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს.

1938 - რობერტ ვებსტერი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1960 და 1964 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1939 - ანზორ ქიბროწაშვილი. ერთ-ერთი პირველი ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 93 კგ წონით კატეგორიაში. 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 1965) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 1963, 1966, 1967) პირველობაში. ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე და მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი სამბოში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2009 წელს.

1940 - ბობი ნაიტი. ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. აშშ-ის კოლეჯთა და ოლიმპიური ნაკრებების, ”ინდიანა პეისერზის” დამრიგებელი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე ნაიტის გაწვრთნილი აშშ-ის გუნდი თამაშების ჩემპიონი გახდა.

1945 - ფრანსისკო სა (ფრანსისკო პედრო მანუელ სა). არგენტინელი საფეხბურთო მცველი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 6-ჯერ აქვს მოგებული ლიბერტადორესის თასი (1972, 1973, 1974, 1975, 1977, 1978). ამავე ტურნირის ფინალებში ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის, 16 მატჩი. გამოდიოდა რამდენიმე არგენტინულ კლუბში, ყველაზე წარმატებით – “ინდეპენდიენტესა” და “ბოკა ხუნიორსში”. 1973 და 1977 წლებში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 12 მატჩი.

1948 - დან გეიბლი. ამერიკელი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი. არაერთხელ უასპარეზია თბილისის საერთაშორისო ტურნირზე და მისი ჩემპიონიც გამხდარა. გამოდიოდა 68 კგ წონით კატეგორიაში.

1948 - დენ ისელი. ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი. გამოდიოდა “დენვერ ნაგითსში”. საკალათბურთო კარიერის განმავლობაში გაკეთებული აქვს 27 482 ქულა.

1957 - ვლადიმირ მარკელოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1958 - კორნელია ენდერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოცურავე. 1972 და 1976 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს ოთხი მედალი.

1962 - მამუკა აბუსერიძე. თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ლანჩხუთის „გურიას“, „შევარდენის“ მეკარე. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელია.

1969 - ოლეგ სალენკო. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების, ლენინგრადის “ზენიტის” (1986-88), კიევის “დინამოს” (1989-92), “ლოგრონიესის” (1992-94), “ვალენსიას” (1994-95), “ისტამბულსპორის” (1996-97), “პოგონის” (1999-2000) ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად) 6 გოლით. მუნდიალზე კამერუნის ნაკრებს 5 გოლი გაუტანა. ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი (1988). 1989 წლის ახალგაზრდული მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი. რუსეთის ნაკრების 8 მატჩში გაიტანა 6 გოლი. 1990 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საკავშირო თასის ფინალში გატანილი აქვს 3 გოლი. რაც სხვა ფორვარდს ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ჰეთ-თრიკი არ შეუსრულებია. 1986 წელს გაიტანა გოლი საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც ამ ტურნირში თავის გამოჩენა მოახერხა.

1970 - დამირ მრშიჩი. ბოსნია-ჰერცეგოვინას საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი-მსროლელი (192 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

2012 - კრივის სამყაროს კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება გამოაკლდა - უკრაინელი ძმები კლიჩკოების მწვრთნელი - ემანულ სტიუარდი. ეს მოხდა ვლადიმერ კლიჩკოსა და პოლონელი მარიუშ ვახის ბრძოლამდე ორი კვირით ადრე. უკრაინელმა თავისი მორიგი გამარჯვება თავის ყოფილ მწვრთნელს მიუძღვნა.

0.120092