ფეხბურთი

10:28 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "რატომ იყენებენ VAR-ს ყოველთვის "ბარსელონას" წინააღმდეგ?"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ელ კლასიკოში“ „რეალთან“ (1:3) წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა. ნიდერლანდელ სპეციალისტს კითხვები VAR-თან დაკავშირებით აქვს.

„კარგად ვითამაშეთ და სახიფათო მომენტები შევქმენით. მარცხი არ დაგვიმსახურებია, არ მესმის მსაჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება. პენალტის ეპიზოდმა თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან იმ მომენტამდე ნორმალურად ვთამაშობდით.

ვერ ვიგებ VAR-ის სისტემის მუშაობას, რადგან ის ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება. თამაშის შემდეგ მსაჯს ვკითხე - რატომ იყენებთ მას ყოველთვის „ბარსას“ წინააღმდეგ? ამ სეზონში ჩვენს სასარგებლოდ VAR-ს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. "სევილიასთან" მესიზე პენალტის ეპიზოდი, "ხეტაფესთან" მეორე ყვითელი ბარათის მომენტი, VAR-ი არცერთხელ გამოიყენეს“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგაში ზედიზედ ორი თამაში წააგო და ჩატარებულ 5 მატჩში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა. კატალონელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ ჩაატარებენ.

0.114636