მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი დაშავდა. კანადელმა ფეხბურთელმა ტერფის ტრავმა ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის მესამე წუთზე მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
როგორც გაირკვა, დაზიანების გამო 19 წლის ფეხბურთელს 6-8 კვირის გატარება ლაზარეთში მოუწევს.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეკორდმაისტერი“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში დევისს ვერ დაიხმარს.
მიმდინარე სეზონში კანადელმა მცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.