ფეხბურთი

11:46 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არ არის რონალდუ, არ არის გოლი: მესის მშრალი სერია "ელ კლასიკოში"

ლიონელ მესი „ელ კლასიკოში“ გოლის გატანას ვეღარ ახერხებს. არგენტინელის მშრალი სერია მადრიდის „რეალთან“ უკვე 6 მატჩს ითვლის.

ბოლოს ლეომ „სამეფო კლუბს“ 2018 წლის 6 მაისს გაუტანა და მას შემდეგ 6 თამაში, მესამე სეზონი და თითქმის 900 დღეა „ელ კლასიკოში“ გოლი არ გაუტანია. ერთი უცნაური ან ლოგიკური დამთხვევაც - მესის მშრალი სერია მას მერე იღებს სათავეს, რაც „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუ აღარ ირჯება.

არახალია, რომ ეს ფეხბურთელები ერთმანეთისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენდნენ და როგორც ჩანს, არგენტინელის თამაშზე კრიშტიანუს წასვლა აისახა კიდეც.

შეგახენებთ, ლა ლიგის მეშვიდე ტურში „რეალმა“ „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ მოუგო (3:1), რაც 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა. სხვათა შორის, მესის რონალდუს "იუვენტუსთან" დაპირისპირება 28 ოქტომბერს მოუწევს, თუმცა, პორტუგალიელს ჯერ კიდევ კორონავირუსი აქვს და მოედანზე გასვლას დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს.

0.126847