ფეხბურთი

2:15 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გია ცეცაძემ "ლვოვი" დატოვა

უკრაინული „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გია ცეცაძე გადადგა. გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება „დნიპრო 1“-თან მარცხის (1:3) შემდეგ მიიღო.

„ძალიან ცუდი თამაში ჩავატარეთ. არაფერი გამოგვივიდა, ეს თვითონ ნახეთ. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და გადავდგე. „ლვოვის“ სათავეში აღარ ვიმუშავებ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და განვაცხადო, რომ მივდივარ“, - აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცეცაძემ.

გია ცეცაძემ „ლვოვი“ მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა, როდესაც სომეხი სპეციალისტი აღიშე მელიქიანი შეცვალა. „ლვოვმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 6 ტურის თავზე ერთადერთი ქულის მოპოვება მოახერხა.

0.133932