UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 32 წლის დაღესტანელმა სპორტსმენმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ხაბიბმა აბსოლუტურ საბძროლო ხელოვნებაში ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და გამარჯვებული წავიდა.
ნურმაგომედოვმა მეტოქეს ორ რაუნდში აშკარა უპირატესობით აჯობა და ბრძოლის დასრულების შემდეგ აბსოლუტურად სენსაციური განცხადებაც გააკეთა.
„დღეს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. არანაირად არ მინდა აქ მამაჩემის გარეშე ყოფნა. როდესაც UFC-მ ჯასტინთან ბრძოლა შემომთავაზა, დედაჩემს სამი დღის განმავლობაში ვესაუბრე. მას არ სურდა, მამაჩემის გარეშე მეჩხუბა. ვთქვი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა, მას სიტყვა მივეცი.
დიდი მადლობა ჯასტინ. ვიცი, რომ დიდი ხარ, ვიცი, როგორ ზრუნავ შენს ხალხზე. ახლოს იყავით თქვენს მშობლებთან, რადგან არასდროს იცით რა მოხდება ხვალ. მადლობა მწვრთნელებს, მადლობა ბიჭებო. დღეს UFC-ში ჩემი ბოლო ბრძოლა იყო“, - თქვა აცრემლებულმა ხაბიბმა.
32 წლის რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა. მან წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა და 29 ბრძოლიდან ყველა გამარჯვებით დაასრულა.