ფეხბურთი

0:26 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ლიდერობას ინარჩუნებს, ლევანდოვსკი - ტემპს

გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

ყველა კითხვის ნიშანი რობერტ ლევანდოვსკიმ გააქრო, რომელმაც ფრანკფურტელებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ აჩვენა, რომ საოცარ, წარმოუდგენელ ფორმაშია. პოლონელი, როგორც გაჩერებას არ აპირებს და არც მისი გაჩერების თავი აქვს ვინმეს... „ბაიერნმა“ 12 ქულას მოუყარა თავი და ჯერჯერობით გალიდერებას ვერ ახერხებს.

ამის მიზეზი „ლაიფციგია“, რომელიც სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდა და მოირგი გამარჯვება „რედ ბულ არენაზე“ ბერლინის „ჰერტასთან“ იზეიმა. არადა, „ლაიფციგი“ აგებდა, მაგრამ მერე სიტუაცია გამოასწორა და საბოლოოდ, 2:1 იმარჯვა. იულიან ნაგელსმანის გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ყველას ზემოდან დაჰყურებს.

მეორე-მესამე ადგილებს „ბაიერნთან“ ერთად დორტმუნდის „ბორუსია“ იყოფს. „ყვითლებმა“ რურის დერბიში გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლეს და მოლოდინისამებრ დაამარცხეს. ცხადია, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის უშეღავათო ბრძოლით გამოირჩევა, მაგრამ წელს ცოტა განსხვავებული ვითარებაა, რადგან „შალკეს“ ბრძოლის უნარი „დორტმუნდთან“ კი არა, ალბათ აღარავისთან აქვს. „ხუმარები“ საშინელ ფორმაში არიან და „დორტმუნდმაც“ მეორე ტაიმში მანუელ აკანჯის, ერლინგ ჰოლანდისა და მატს ჰუმელსის გოლებით ძალიან ადვილად იმარჯვა.

ცნობისთვის, „შალკეს“ 5 ტურის თავზე კინკილა ქულა აქვს აქტივში და რა თქმა უნდა, გასავარდნ ზონაში იმყოფება...

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10), 2:0 ლევანდოვსკი (26), 3:0 ლევანდოვსკი (60), 4:0 სანე (72), 5:0 მუსიალა (90)

„მაინცი“ – „გლადბახი“ 2:3 (2:1)

გოლები: 0:1 შტინდლი (15), 1:1 მატეტა (23), 2:1 მატეტა (36), 2:2 ჰოფმანი (76, პენ), 2:3 გინტერი (83)

„ლაიფციგი“ – „ჰერტა“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კორდობა (8), 1:1 უპამეკანო (11), 2:1 ზაბიცერი (77, პენ)

„უნიონი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 გრიფო (34), 1:1 ანდრიხი (36)

„დორტმუნდი“ – „შალკე“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 აკანჯი (55), 2:0 ჰოლანდი (61), 3:0 ჰუმელსი (76)

თეგებიბუნდესლიგა
0.062668