ფეხბურთი

23:14 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას შურისძიება "ლოკომოტივთან", ნანატრი გამარჯვება და ჯოვინოს გოლი (+VIDEO)

ვოლგოგრადის „როტორისთვის“ ნანატრი დღე და დადგა და მიმდინარე სეზონშ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველების გუნდი მოსკოვის „ლოკომტოივს“ ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად უდავო ფავორიტად შერაცუხლ მეტოქეს 2:1 მოუგო.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად და საკმაოდ კარგადაც ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. სხვათა შორის, მოსკოველთა გუნდის ტივტერის გვერდმა საბას ორი ფოტოც გამოაქვეყნა თამაშის მიმდინარეობისას... კვირკველიას დარად 90 წუთი იყო მინდორზე ზურიკო დავითაშვილი, ხოლო ბექა მიქელთაძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

შეუცვლელად ითამაშა და „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჯოვინომ მე-19 წუთზე პენალტი მოიპოვა, ბრაზილიელს ამ ეპიზოდში თავით გადასარევი პასი დავითაშვილმა გაუკეთა. ბურთთან თავად მივიდა, ვერ გაიტანა, მაგრამ გილერმეს მოგერიებულს დაამატა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა.

57-ე წუთზე ჯოვინომ აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა. თუმცა, ანდრეს პონსემ იმდენად ეფექტური გოლი გაიტანა, ძნელია აქ საგოლე გადაცემაზე საუბარი, თუმცა ფაქტია - სტატისტიკურად შედეგიანი გადაცემაა. 83-ე წუთზე ვოლგოგრადელთა კარში პენალტი დაინიშნა, მას შემდეგ, რაც საჯარიმოში ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა, თუმცა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ანტონ მირანჩუკმა გოლად ვერ აქცია. ვთქვათ ისიც, რომ 87-ე წუთზე სტუმრებს, 90-ე წუთზე კი მასპინძლებს გოლები არ ჩაუთვალეს, ორივე შემთხვევაში მიზეზი ერთნაირი იყო - თამაშგარე მდგომარეობა.

„როტორმა“ 6 ქულას მოუყარა თავი და ისევ აუტსაიდერთა შორისაა „ხიმკისთან“ და „უფასთან“ ერთად (კონკურენტებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

0.121688