ფეხბურთი

21:46 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფატი „ელ კლასიკოს“ ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ სტუმრად 1:3 დაამარცხა.

ანგარიში მე-8 წუთზე კატალონიელთა ჭაბუკმა შემტევმა, ანსუ ფატიმ გაათანაბრა. ამისდაკვალად, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც „ელ კლასიკოში“ გაუტანია. ფატი 17 წლის და 359 დღისაა. მანამდე ამ რეკორდს ლეგენდარული რაული ფლობდა, რომელიც კატალონიელთა კარის დალაშქვრისას 18 წლის და 95 დღის გახლდათ.

ფატი 2002 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე ჩემპიონატში მან ხუთ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა. ახლახან ის ესპანეთის ნაკრებშიც გამოჩნდა, ერთა ლიგის მატჩში უკრაინასთან გამოიჩინა თავი და ასევე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახადა, ვისაც „ფურია როხას“ მაისურით გაუტანია.

0.122993