ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში, „აიაქსმა“ სტუმრად, კაცნაკლულ „ვენლოს“ 13:0 მოუგო.
ამსტერდამელთა ბურკინაფასოელმა შემტევმა, ლასინა ტრაორემ პენტა-თრიქი (ხუთი გოლი) გაიფორმა და სამი საგოლე პასითაც გამოირჩა. იურგენ ეკელენკამპმა და კლას-იან ჰუნტელარმა ორ-ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. თითოც ანტონიმ, დუშან ტადიჩმა, დეილი ბლინდმა და ლისანდრო მარტინესმა გაიტანეს.
„აიაქსი“ 15 ქულით ერედივიზიონის ლიდერია, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ პსვ-ს, ერთი თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს. ეინდჰოვენელები კვირას „ვიტესს“ ეწვევიან.