ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ შინ „აინტრახტი“ 5:0 გაანადგურა. მიუნხენელთა შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ - თრიქი გაიფორმა.
პოლონელმა გოლები მე-10, 26-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა. საგოლედ მას კინგსლი კომანმა, იოზუა კიმიხმა და დუგლას კოსტამ უპასეს. მეოთხე ბურთი ლეროი სანემ შეაგდო, მეხუთე კი ჯემალ მუსიალამ.
„ბიერნმა“ 12 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე დადგა. ლიდერი კი 13 ქულიანი „ლაიპციგია.“
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველა გუნდმა მძიმედ დაიწყო სეზონი გარდა ბაიერნისა, ეს უფრო იმის ბრალი იქნება რო პაუზა მცირე იყო, ბაიერნი ისევ იმ ფორმაშია რა ფორმაშიც იყო მაგრამ უეჭველია რო სულ ასე ენერგიაზე ვერ იქნება ეს გუნდი