ხვიჩა კვარაცხელია კარგადაა და რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ უპრობლემოდ ითამაშა. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ხვიჩამ „კრასნოდართან“ შეცვლა მოითხოვა, თუმცა საბედნიეროდ დაზიანება საგანგაშო არ გამოდგა.
„რუბინის“ ქართველი შემტევი მოქმედი ჩემპიონისა და ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე შეცვალზე, დროის გაყვანის მიზნით.
ხვიჩას განსაკუთრებულად გამორჩეული თამაში არ ჰქონია, არც საუკეთესო ყოფილა, მაგრამ თავისი გუნდი მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ყაზანელები აგებდნენ, თუმცა 2:1 მოიგეს. 43-ე წუთზე სწორედ 19 წლის ქართველმა დაიწყო საგოლე შეტევა, რომელიც დესპოტოვიჩის გოლით დასრულდა. მეორე ნახევარში კი იევტიჩმა გამარჯვების გოლიც გაიტანა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი ბაკაევმა შეასრულა.
„რუბინს“ 12 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. კვარაცხელიას მონაგარი კი ამ 12 თამაშში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ცნობისთვის, სხვა და სხვა ვებგვერდებზე მას 4 საგოლე გადაცემა უწერია, მაგრამ მასში მოპოვებული პენალტების რაოდენობაა მითვლილი...