ძიუდო

16:27 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტის გრან სლემზე ქართველების წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება

ბუდაპეშტის გრან სლემზე ქართველი ძიუდოისტებისთის ასპარეზობა წარუმატებლობად მიმდინარეობს. მეორე საჭიდაო დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გამოვიდნენ.

თუმცა, ორივემ პირველივე შეხვედრა წააგო. გიგანი შვედ ტომი მაციასთან იპონით დამარცხდა, ხოლო შავდათუაშვილი კოსოვოს წარმომადგენელ აკილ გიაკოვს ვერ გაუმკლავდა და შიდოთი დამარცხდა.

გრან სლემის ბოლო დღეს, კვირას ტატამზე სამი ქართველი გავა. 90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი რუს მიხაელ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება, ხოლო 100 კგ წონით გატეგორიაში გელა ზაალიშვილი (ყირგიზ იური კრაკოვეცს გაეჯიბრება) და ლევან მატიაშვილი (ყაზახ იერასილ კაჟიბაევს შეხვდება) იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113735