ქართველი ლეგიონერები

14:48 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი დებიუტი და 9 გოლი რუმინეთში

რუმინეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ორ ხელბურთელს, ირაკლი კბილაშვილსა და თეიმურაზ ორჯონიკიძეს.

მათმა კლუბმა, რეშიცამ, ნეიტრლურ მოედანზე სტინგუ გეორგეში 20-21 წააგო სუჩავასთან, გოლების თითქმის ნახევარი კი ქართველების ანგარიშზეა - ორჯონიკიძემ გაიტანა 5, კბილაშვილმა - 4.

ორივე ახალი სეზონის წინ გადავიდა რუმინულ კლუბში. ორჯონიკიძე - უნგრეთის ოროშჰაზიდან, კბილაშვილი - მაკედონიის მეტალურგიდან, მაგრამ, რუმინული კანონებით, ქართველებს სჭირდებოდათ სამუშაო ვიზა, რომლის გაკეთებაც, პანდემის გამო, გაჭიანურდა. იგივე პრობლემა ჰქონდათ რეშიცას სერბ ახალწვეულებს, ევტიჩსა და მილოშევიჩს - მათაც გაუცდათ რამდენიმე თამაში, თემო და ირაკლი კი საქმეში მეათე ტურიდან ჩაერთვნენ. რეშიცას ამ დროისთვის უკვე 9 წაგება ჰქონდა, თუმცა, წინ რეგულარული სეზონის კიდევ 16 ტურია, რის შემდეგაც გუნდები ორ, პლეიოფისა და პლეიაუტის ჯგუფად გაიყოფიან.

ეროვნული ლიგის კალენდარი, პანდემიის გამო, მუდმივად იცვლება. მომდევნო ტური დანიშნულია 11 ნოემბერს. რეშიცა შეხვდება მესამე ადგილზე მყოფ პოტაისა ტურდას და ამავე დღეს დანიშნულია ლიდერების, ბუქარესტის დინამოსა და კონსტანცას თამაში. ირაკლი ჩიქოვანის გუნდს, კონსტანცას გუშინდელ ტურში 10-0 მოგება ჩაეთვალა ფეგერაშთან - მეტოქეს დაინფიცირებული მოთამაშეები ჰყავდა და თამაშზე ვერ გამოცხადდა.

23 ოქტომბერი. რეშიცა - სუჩავა 20-21

რეშ: სიმულესკუ, სოპკა - ორჯონიკიძე 5, კბილაშვილი 4, ტრიფკოვიჩი 4, სტარჩენკო 4, ევტიჩი 1, იგნატი 1, დაია 1, მილოშევიჩი

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 10 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 30 ქულა, 2. კონსტანცა 27, 3. პოტაისა ტურდა 24, 4. ბაია მარე 21, 5. CSM ბუკურეშტი 21, 6. ტიმიშოარა 21, 7. სტიაუა 20, 8. ბუზეუ 16 – 9. კელერაში 12, 10. ფეგერაში 12, 11. სუჩავა 11, 12. ვასლუი 10, 13. ფოჩანი 9, 14. ბაკეუ 3, 15. რეშიცა 0, 16. ბოტოშანი 0 (8 საუკეთესო გადის პლეიოფში, 9-16 ადგილები - პლეიაუტში)

0.115554