საქართველოს ნაკრეის მცველი სოლომონ კვირკველია შეიძლებოდა სალონიკის პაოკ-ში გადასულიყო. Sport24 წერს, რომ ზაფხულში ბერძნულ კლუბსა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში იყო.
თუმცა, საბოლოოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, გარიგება ჩაიშალა და კვირკველია სალონიკის ნაცვლად ვოლგოგრადში აღმოჩნდა, სადაც „როტორის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცვას.
28 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო. ის „ლოკომოტივის“ საკუთრებაში 2021 წლის ზაფხულამდეა. რაც შეეხება პაოკ-ს, ბერძნულ გუნდში ნიკა ნინუა ირიცხება და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეა.