ფეხბურთი

23:20 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "გვესმოდა, რომ "რეალს" მხოლოდ ასე დავამარცხებდით"

დონეცკის „შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის ტელევიზიასთან საუბარში მადრიდის „რეალთან“ (3:2) ისტორიულ გამარჯვებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეს წარმატება ერთად დგომაც მოიტანა.

„ვფიქრობ, რომ გუნდის ლიდერების არყოფნამ უფრო მეტად გაგვაერთიანა, რადგან გვესმოდა, რომ მხოლოდ გუნდური თამაშით და ერთად დგომით მივაღწევდით წარმატებას. ასეც მოხდა, ყველა, ვინც მოედანზე ვიყავით, ერთმანეთისთვის ვთამაშობდით. ბოლომდე ვითამაშეთ და გავუძელით“, - თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავამ „რეალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

0.132091