ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისა და კოდი სტიმანის ბრძოლა გაუქმდა. მერაბის მოწინააღმდეგეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრის გაუქმების მიზეზიც ეს გახდა.
დვალიშვილი იმედოვნებს, რომ UFC-ის მატჩმეიკერები ახალ მეტოქეს მალე შეურჩევენ.
„სამწუხარო სიახლე გვაქვს. ჩემს მოწინააღმდეგე კოდი სტიმანს დაუდასტურდა კოვიდ-19 და ჩვენი ბრძოლა გაუქმებულია. ბრძოლამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ მაინც გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც მას არ სურს ეს ბრძოლა შედგეს. სამწუხაროა, მაგრამ დამპორდნენ, რომ შემირჩევენ 5 დეკემბრისთვის ახალ მოწინააღმდეგეს და იმედია ეს მალე მოხდება. უბრალოდ, ახლა ყველა გადართულია ხაბიბის და გეიჯის ბრძოლაზე და სამშაბათის შემდეგ გავიგებთ ჩემი ახალი ბრძოლის შესახებ. როგორც კი დამენიშნება ბრძოლა ახალ მოწინააღმდეგესთან, აუცილებლად დავდებ სიახლეს“, - თქვა მერაბმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც საწყისი ორი წააგო, მაგრამ ბოლო ხუთ შემთხვევაში გამარჯვება მოახერხა.