იტალიური „მილანისთვის“ სეზონი საოცრად დაიწყო და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. „როსონერიმ“ ევროპა ლიგის პირველ ტურში გლაზგოში, „სელტიკს“ ძალიან ადვილად აჯობა და ევროსარბიელზეც წარმატებული სტარტი აიღო. ნამატჩევს მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.
„კარგი თამაში ჩავატარეთ, მეორე ტაიმში ტენიკურად ნაკლებად ზუსტნი ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო იის ჩვენება, რომ ჩვეულებრივი გუნდი არ ვართ. დერბიში გამარჯვების შემდეგ ჩვეულებრივ გუნდს ნაკლები მოტივაციით უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ ყოფილა და ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ.
დადებით შედეგებს თავდაჯერებულობა მოაქვს, მაგრამ ვიცით, რომ უფრო დელიკატური მომენტებიც დადგება. წინ „რომასთან“ მატჩია, ველოდებით ამ შეხვედრას, დიდ გუნდებთან გამარჯვება იყო ის, რაც აქამდე გვაკლდა. სკუდეტო? ყველაფერი შესაძლებელია, რაც უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებთ, უფრო მეტს შევძლებთ“, - თქვა პიოლიმ.
აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ 1964 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 10 თამაშში მინიმუმ 2 გოლის გატანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სანამ თამაშს არ ჩააგდებს დააყენებენ მაგარია
საღოლ გიო კაი ბიჭი ხარ,წარმატებები.იმედია ჩაჯდება ვალენსიას ძირითადში
ვაა ეს რას მოვესწარით, ვალენსიას კარში ქართველი დგას? თვალი არ (გვ)ეცეს... ეს ის ვალენსია არ არის რათქმაუნდა, რაც მე მახსოვს და წარმომიდგენია, მაგრამ, მაინც ვალენსიაა...
ისე, ესპანეთში, ეს წითელ-ყვითლების ფრიალი და ფეხბურთელების კოტრიალი ცალკე "ბონუს შოუ" გახდა რა DD ..რამდენჯერ გაჩერდა თამაში - 40 ჯარიმა კი იყო მგონი და მაინც მაღალი ტემპი როგორღაც ))
მგონი, რაღაც მუსიკასაც რთავდნენ (თუ უკრავდნენ) კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისთვის ))
წელიწადში თითო ამდაგვარი ახალი ამბავი და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
)
..იმედია, შემდეგ ტურში, შურისძიების საშუალებაც მიეცემა