სხვა

3:44 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე ლიდერი შეიცვალა

დღეს ჯირო დ’იტალიაზე დიდი დღე იყო - ლეგენდარულ მთა სტელვიოს ეტაპის შემდეგ, ლიდერის ვარდისფერი მაისური ჰოლანდიელმა ვილკო კელდერმანმა მოირგო, ვისაც ერთი ხელის გაწვდენაზე ორი მეტოქე მიჰყვება. სამივეს მხოლოდ 15 წამი აშორებს.

რბოლის ყველაზე დიდ აღმართზე, ალმეიდა (დესონინკ ქვიკ-სტეპი) ბრიტანელ ტაო გეოგეგან ჰარტს (ინეოს გრენადერსი) და ავსტრალიელ ჯეი ჰინდლის (ტიმ სანვები) დაახლოებით 4 წუთით ჩამორჩა და პრაქტიკულად დაკარგა რბოლის მოგების იმედი. არადა, ვარდისფერ მაისურში 15 ეტაპი გაატარა.

აღმართის ბოლოს, მოწინავეთა რიგები ორამდე შეთხელდა და აქ ჰინდლიმ ბოლო მეტრებზე ჩამოიტოვა მეტოქე. კელდრმანი (ტიმ სანვები) მათ 2 წუთით და 18 წამით ჩამორჩა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლიდერობა გადაებარებინა. არადა, ერთ-ერთ დაღმართზე ჰოლანდიელი კედელს დაეჯახა და ბევრი დრო დაკარგა. ამის მიუხედავად, სტელვიოზე დანაკარგის ნაწილის ამოქაჩვა შეძლო.

18 ეტაპის შემდეგ, კელდრმანი მეორე ადგილზე მყოფ თანაგუნდელ ჰინდლის (ფოტოზე) სულ რაღაც, 12 წამს უგებს, გეოგეგან ჰარტს კი - 15 წამს.

ვუელტას მესამე, სამთო ეტაპი კი ირლანდიელმა დანიელ მარტინმა (ისრაელ სტარტ-აპ ნეიშნ) მოიგო, ვინც ფინიშთან სანტიმეტრებით მიასწრო ლიდერ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) და ეკვადორელ რიჩარდ კარაპასს (ინეოს გრენადერსი). ამ მოგებით, მარტინმა როგლიჩთან საერთო ჩათვლაში ჩამორჩენა 5 წამამდე შეამცირა. მესამე ადგილზე კი, 13-წამიანი ჩამორჩენთ, კარაპასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095849