კალათბურთი

1:31 | 23.10.2020 | ნანახია 0 - ჯერ

თორნიკე შენგელიას და ცსკა-ს მორიგი წარუმატებლობა ევროლიგაში

ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 84:86 დამარცხდა. თამაში დრამატული გამოდგა და გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლენილა.

ოვერტაიმში კი უფრო მეტად ბელგრადელებს გაუმართლათ და სერბულმა გუნდმა დამატებითი 5-წუთეული 13:11, ხოლო თამაში, როგორც უკვე გითხარით, 86:84 მოიგო.

ნათელია, რომ თორნიკე შენგელია ისეთი აღარ არის, როგორიც „ბასკონიაში“ იყო. ქართველი მძიმე ფორვარდი გუნდის ლიდერობას ვერ ახერხებს და ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ მატჩებს ატარებს. ახლაც ასე იყო - თორნიკემ 21:02 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამაქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა.

ცსკა-ში საუკეთესო დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 39(!) აღმოჩნდა. „ცრვენა ზვეზდაში“ კი 31 ქულით ჯორდან ლოიდი გამოირჩა.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში ხუთი ტურის თავზე 2 მოგების წილ 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:12 | 22.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გამზრდელს დავეცი ამათი ჯერ დაუნგრიეს კარიერა მერე ფიბალში რო ყოფილიყო მოვუგებდით სევილიას

15:56 | 21.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

სახოს სახო ააძრეს... სულ ტყუილად თან
იმიტომ რომ უეფაა სახოდაკარგული DDDDDDDD

0.061878