ფეხბურთი

21:27 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი სათამაშოდ მზადაა და ძირითადში ბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სათამაშოდ მზადაა. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი შემტევი ნიქოზიის „აპოელთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ოქრიაშვილმა „ანორთოსის“ ბოლო მატჩი გამოტოვა, იქამდე საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ვერ დაეხმარა.

როგორც Larnakasports-ი წერს, „აპოელთან“ ქეცბაია შეტევის ხაზში ცვლილებებს გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ბოლო ტურში „ნეა სალამინასთა“ 4 გოლი გაიტანა. შედეგად, ოქრიაშვილის გარდა, ძირითადში გიორგი ქვილითაიაც დაბრუნდება.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ 13 ქულით მესამე ადგილი უკავია და „აპოელს“ 25 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

0.114914