კალათბურთი

16:59 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მუია ტაჩი: სადაც გავჩერდით, იქიდან ვაგრძელებთ

დინამომ ოლიმპთან მოგებით (77:67) გახსნა სუპერლიგა. ვესაუბრებით გუნდის მთავარ მწვრთნელს მუია ტაჩის.

დინამოზე.

მ.ტ: დინამო იწყებს სეზონს იმ წერტილიდან, სადაც გავჩერდით ბოლო, შეწყვეტილი ჩემპიონატის დროს. ჩვენ ვაძლევთ დიდ დროს ახალგაზრდებს. გვყავს ორი საინტერესო მოთამაშე, დარბაიძე და მიქელაძე. შარშანდელი შემადგენლობიდან დაბრუნდნენ ბიჭები, ვისაც ვიცნობ და ეს მშვენიერია. ვეცდებით ავკრიფოთ, შევიდეთ ოპტიმალურ ფორმაში. რთულია, როდესაც სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 12-დღიან კარანტინში გადადიხარ. ბიჭები თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ გავითავლისწინეთ ლოკალური მთავრობის ყველა რეგულაცია და ეს აუცილებელი იყო.

მატჩზე.

მ.ტ: შედეგი კარგია, მაგრამ არის რაღაც მომენტები, სადაც უნდა მოვუმატოთ. ისევ და ისევ, კარანტინის და ამ დაკარგული დროის ფაქტორმა იძულებითი პაუზა აგვაღებინა. ლეგიონერებიც ისვენებდნენ. მოკლედ, სასიამოვნო არ იყო. ასეთი პაუზები შლის გუნდის ქიმიას, გართმევს დროს.

ოლიმპზე.

მ.ტ: კარგი ორგანიზაცია, რომელმაც კარანტინის გამო ასევე, რამდენიმე დღე დაკარგა. ოლიმპი შედეგიანი ორგანიზაციაა და მსურს, მათ წარმატება ვუსურვო. როგორც დინამო, ეს გუნდიც აუცილებლად მოუმატებს.

NBA-ს ჩემპიონზე.

მ.ტ: ამ ფორმატით სეზონის დასრულება უცნაური იყო, მაგრამ გავა წლები და არავინ არ გაიხსენებს პირობებს და გაიხსენებენ ჩემპიონს. ლეიკერსს. მეჩვიდმეტე ტიტული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა, ლიდერებმა ეს ტიტული კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნეს. ალბათ, ბევრს ეგონა, რომ ჩემპიონი ლეიკერსი უნდა გამხდარიყო. მე მსურდა, რომ კლიპერსი შორს გასულიყო, მაგრამ ამ გუნდმა ვერ გაქაჩა. ამ პირობებში თამაში უცნაური იყო, მაგრამ რჩება შედეგი. ლეიკერსი დამსახურებული ჩემპიონია.

0.115713