ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, მილანის „ინტერმა“ შინ 2:2 ითამაშა მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან.“ სტუმრები 1:2 იგებდნენ და იტალიელთა ბელგიელმა შემტევმა, რომელუ ლუკაკუმ ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ჯამში კი დუბლი მიითვალა.
პორტალი Opta გვამცნობს, რომ ლუკაკუს საგოლე სერია უკვე ზედიზედ 9 მატჩს ითვლის, რომლებშიც ბელგიელმა 10 ბურთი გაიტანა.
გასულ სეზონში ლუკაკუმ „ინტერის“ მაისურით, ყველა ტურნირის 51 შეხვედრაში 34-ჯერ გამოიჩინა თავი და 6 საგოლე პასი შეასრულა.