ფეხბურთი

12:48 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ 1986 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში (თასზე) პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, თავის ალფრედო დისტეფანოს სახელობის სტადიონზე, მადრიდის „რეალმა“ სენსაციურად წააგო დონეცკის „შახტართან“ (2:3).

Goal News გვამცნობს, რომ ეს „სამეფო კლუბის“ მიჯრით მესამე მარცხი გახლდათ ტურნირზე. წინა გათამაშებაში „რეალი“ მერვედფინალში გავარდა, როცა „სიტისთან“ ორივე თამაში წააგო (1:2, 1:2). ასეთი რამ 1986 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

0.114102