ფეხბურთი

12:26 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ ჭაბუკმა შემტევმა, ვინისიუსმა, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ (2:3), ტურნირის რეკორდი დაამყარა. ბრაზილიელმა მეტოქის კარი მინდორზე გასვლიდან 15 წამში დალაშქრა - გვამცნობს Opta Sport.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მრისხანე მასპინძლებს სამი ბურთი გაუტანეს. შესვენების შემდეგ მადრიდელებმა ორი გოლი გაქვითეს, თუმცა მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ.

ვინისიუსი მინდორზე 59-ე წუთზე გავიდა ლუკა იოვიჩის ნაცვლად და მაშინვე გაიტანა.

„შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა, დათა ხიჭოლავამ, მინდორზე 90 წუთი დაჰყო და სპეციალისტებისგან მაღალი შეფასება დაიმასახურა.

0.064423