ფეხბურთი

21:45 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

აჩრაფ ჰაკიმის კორონავირუსი დაუდასტურდა

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელ აჩრაფ ჰაკიმის კორონავირუსი დაუდასტურდა. მაროკოელი ფეხბურთელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და იზოლაციაში გადავიდა.

ჰაკიმის ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა. აღსანიშნავია, რომ დღეს „ინტერი“ „გლადბახს“ დაუპირისპირდება და მატჩი გაიმართება.

ჰაკიმის გარდა „ინტერში“ კორონავირუსი ეშლი იანგს რობერტო გალიარდინის, იონუც რადუს და მილან შკრინიას აქვთ. ალესანდრო ბასტონი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

0.111604