ფეხბურთი

18:18 | 21.10.2020 | ნანახია 342 - ჯერ

შოთა არველაძეს "ტრაბზონსპორი" იწვევს

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ შესაძლოა „ტრაბზონსპორი“ ჩაიბაროს. თურქული მედიის ცნობით, კლუბი ქართველ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

„ტრაბზონს“ ამჟამად ინგლისელი ედი ნიუტონი წვრთნის, თუმცა გუნდს წარუმატებელი შედეგები აქვს და მისი გათავისუფლება იგეგმება. ნიუტონის შეცვლის მთავარი კანდიდატი კი არველაძეა.

შოთას „ფახთაქორთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს. არველაძე თურქულ გუნდში 1993-1997 წლებში თამაშობდა და 123 მატჩში 81 გოლი გაიტანა. ის ტრაბზონულ კლუბში 2015 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა.

რაც შეეხება „ტრაბზონსპორს“, მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ტურის თავზე 5 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-14 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:07 | 02.11.2015
Kala94 (6114)

ბრძოლაში წააგეს საკმაოდ ძლიერ გუნდთან ! გამარჯვების დრო დადგა !!!

14:18 | 02.11.2015
cicerona (436)

არ ვარდებაო არავინ ხომ გვამშვიდებდნენ

01:38 | 02.11.2015
dinamo222 (8587)

რა ხდება მარტო წასაგებად შევიდნენ მაგ ლიგაში ? @@

0.06786
342