სომხეთსა და აზერბაიჯანში როგორც საკლუბო, ისე ეროვნული ნაკრებების მატჩები დროებით აღარ ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო. მიზეზი კი მთიან ყარაბაღში დაზაბული სიტუაციაა.
„დღეისთვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, - ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ბაქოში გასამართ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის მატჩებს, რომელიც 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი.
რაც შეეხება UEFA-ს ეგიდით გასამართ შეხვედრებს, აღნიშნული ქვეყნების ფედერაციებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საშინაო მატჩებისთვის ალტერნატიული ადგილები დაასახელონ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა
ხოდა გამიფუჭა ექსპრესი
ტოტენჰემის გუნდობას ...
კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება