ფეხბურთი

21:18 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" მიქაუტაძეს იანვრამდე არ დაიბრუნებს

ფრანგული „მეცი“ ჟორჟ მიქაუტაძეს „სერენიდან“ მინიმუმ იანვრამდე არ დაიბრუნებს. Lessentiel-ის ცნობით, იბრაჰიმა ნიანეს სერიზული ტრავმის მიუხედავად, ქართული წარმოშობის 19 წლის შემტევის დაბრუნება ამ ეტაპზე არ იგეგმება და მას განვითარების შესაძლებლობა კვლავ „სერენში“ მიეცემა.

ნიანე 6 თვე იუქმებს და გაჩნდა ვარაუდი, რომ „მეცი“ ჟორჟის იჯარას ბელგიელებთან გაწყვეტდა, მაგრამ წყარო გვამცნობს, რომ ახლა ამაზე ფრანგები არ ფიქრობენ და ის არ იქნება „მეცის“ ჯოკერი მინიმუმ იანვრამდე.

შეგახსენებთ, ჟორჟ მიქაუტაძეს დიდებული სეზონი აქვს და ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაშუ მეტოქეები 14(!)-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117645