ფეხბურთი

18:10 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "ევროპაში მოტივაცია დავკარგე და თამაში აღარ მინდოდა"

ამერიკული „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ევროპაში თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და მოტივაციაც დაკარგა. MLS-ში გადასვლამ კი ყველაფერი შეცვალა და ახლა თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„სხვადასხვა გარემოებების გამო ევროპაში თამაშის სიამოვნება დავკარგე, განსაკუთრებით მაღალი წნეხის ქვეშ. ყოველდღე მიწევდა იმის დამტკიცება, რაც გავაკეთე ჩემი კარიერის განმავლობაში, იქ არ მქონდა თამაშისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა. მოტივაცია დავკარგე, არ მინდოდა ვარჯიში და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ კარიერის გაგრძელება მსურდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამერიკაში გადმოსვლა ჩემთვის პოზიტიური იქნება. ახლა თავს მოტივირებულად ვგრძნობ და დიდი მოლოდინი მაქვს ახალ გუნდში. ევროპაში ძალიან მაღალი დონე უნდა შეინარჩუნო გამარჯვებისთვის, აქ ყველაფერი პირიქითაა, ჩემი გუნდი ნულიდან იწყებს.

„იუვენტუსი“? იქ 3 წელი ვითამაშე და ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს იმატებდნენ. ახლა მწვრთნელიც ახალი ჰყავთ. იმედია, კარგად ითამაშებენ და მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები მათი წარმატებებით“, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინს ევროპაში სხვადასხვა პერიოდში "რეალის", "ნაპოლის", "იუვენტუსის", "მილანისა" და "ჩელსის" რიგებში უთამაშია.

0.104402