სხვა

15:59 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ს ვირტუალური თამაშები

წლეულს მაისში გამოშვებული ტოკიო-2020-თვის მიძღვნილი ოფიციალური კომპიუტერული თამაში ახლა უკვე მობილურებისთვისაც ხელმისაწვდომია.

თამაში სხვადასხვა პლატფორმისთვის არის შექმნილი და თითოეული ვერსია თავისებურად განსაკუთრებულია. მაგალითად, პერსონალური კომპიუტერების ვარიანტში ორი მთავარი გმირია. ესენია კლასიკური პრესონაჟები, რომლებიც შესაბამისი თამაშობების გამოცდილი წარმომადგენლებისთვის კარგად ნაცნობია - წყალგაყვანილობის ხელოსანი მარიო და ზღარბი სონიკი. თამაში ხელმისაწვდომია როგორც 3D, ისე რეტრო 2D გრაფიკით.

საინტერესოა, რომ თამაშის გმირი 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. მობილური ვერსიისთვის შექმნილი თამაში შედარებით გამარტივებულია და ჰქვია „სონიკი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში."

კომპიუტერისგან განსხვავებით, სმარტფონი პერსონაჟების გამარტივებულ მართვას საჭიროებს, ამიტომაც მხოლოდ 17 დისციპლინაშია შეჯიბრება შესაძლებელი. მათ შორისაა რბენა, მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, წყალში ხტომა, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ბატუტზე ხტომა...

მოწყობილობა ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS პლატფორმებისთვის.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110067