ფეხბურთი

15:27 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „ლივერპულმა“ ვან დეიკის გარეშე გამარჯვებები უნდა ისწავლოს“

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, თანადგომა გამოუცხადა გუნდის დაშავებულ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს, რომელიც მერსისაიდელთათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და იმედი გამოთქვა, ჰოლანდიელის გარეშეც მიეჩვევიან გამარჯვებებს.

„ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა. მაგრამ გვჯერა, რომ ტრავმის შემდეგ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ახლა კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის გარეშე გამარჯვებებს რომ მივეჩვიოთ.

უნდა გავერთიანდეთ და ეს ამბავი პოზიტიურ ჭრილში გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ეს ეგებ, სასაცილოდაც ჟღერდეს. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია - ციტირებს „ჰენდოს“ სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, ვან დეიკმა მუხლის მძიმე ტრავმა პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში მიიღო „ევერტონის“ წინააღმდეგ და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.

0.119431