ფეხბურთი

14:52 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების ეშინია

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, კილიან მბაპე, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს - გვამცნობს Le Parisien.

21 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტს პარიზელებთან ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის და კლუბში მიაჩნით, რომ მასთან კონტრაქტის გახანგძლივება პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, პრობლემა თავად კილიანის პოზიციაა, რომელსაც ახალი ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება აშინებს. ამ შემთხვევაში ხომ ის ახლო მომავალში სხვაგან ვეღარ გადავა.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მონაკოდან.“ თავიდან ის იჯარის წესით ირჯებოდა პარიზულ კლუბში, გამოსყიდვის შემდეგ კი მისი ტრანსფერი 180 მილიონი ევრო დაჯდა.

0.116347