ჩოგბურთი

14:25 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ კალიფორნიაში 8,6 მილიონდოლარიანი რანჩო შეიძინა

„დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა, მარია შარაპოვამ, სანტა ბარბარაში (კალიფორნია) ახალი რანჩო შეიძინა - გვამცნობს Variety. ჩოგბურთელმა უძრავ ქონებაში 8,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

რანჩოს ფართობი 2 ჰექტარია. ტერიტორიაზე სამი შენობა და სტუდიაა. შენობები მწვანე ფერადაა შეღებილი. შენობების გარდა ბაღში ცალკე ადგილია ბარბექიუსთვის (ჩვენებურად საქეიფო), გარშემო უამრავი ვარდი და ჟასმინია. ხედი კი ზღვაზე და მთებზე გადის.

33 წლის შარაპოვას WTA-ს 39 (36 ერთეულთა) ტურნირი მოუგია. კარიერა კი წლეულს თებერვალში დაასრულა.

0.12634