თამაშგარე

12:47 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ კრაუჩის ცოლს თვალი პრინცმა ჰარიმ დაადგა

ერთ დროს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის, ახმახი პიტერ კარაუჩის მოდელი ცოლი, გადარეული ები კლენსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სრულიად დიდი ბრიტანეთის ბულვარული და სკანდალებზე მოდარაჯე მედიის საყოველთაო განჯის, სჯა-ბაასისა და მითქმა-მოთქმის საგანი.

როგორც პიტერ კრაუჩი ამბობს, ლონდონში გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო ამხანაგური საფეხბურთო მატჩის შემდეგ, მას გასახდელში არც მეტი არც ნაკლები, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰარი შეხვდა და მან ტრადიციული მოკითხვის ნაცვლად, მისი ცოლის შესახებ ჩამოუდგო სიტყვა.

კრაუჩის თქმით, მას ჰარიმ დაახლოებით ასეთი რამე უთხრა: “ყოჩაღ ძმაო შენ, როგორ დაითრიე ები კლენსი? მაგარი ქალია!“. ჰოდა, ახლა ეს ჩვენი აყლაყუდა პიტერი გაორებულ მდგომარეობაშია და ვერ გაუგია, გაუხარდეს ცოლის ასეთი საყოველთაო პოპულარობა თუ გაბრაზდეს მის ცოლს თვით ბრიტანეთის პრინციც კი რომ ეკურკურება...

0.113637