ფეხბურთი

13:48 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის წინააღმდეგ, „მანჩესტერის“ კაპიტანი ბრუნუ ფერნანდეში იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ბრუნუ ფერნანდეში, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში (20 ოქტომბერს), „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, მანკუნიანელებს კაპიტნის სამკლავურით გაიყვანს მინდორზე - გვამცნობს BBC. ის „მანჩესტერს“ პირველად უკაპიტნებს.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდეში ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტანი გახლდათ. „მანჩესტერში“ გასულ ზამთარს გადავიდა მყის გუნდის ლიდერი გახდა.

0.126814