ჩოგბურთი

4:05 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებული ენდი მარი კიოლნის ტურნირს გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარი, კიოლნის ტურნირზე ასპარეზობას ვერ გააგრძელებს. ამის მიზეზი, წელის ტრავმაა. ბრიტანელ ჩოგბურთელს ტრავმების გამო, ბოლო წლებში ბევრი დრო გაუცდა.

თეძოზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ის ბევრს ვარჯიშობდა კორტზე დასაბრუნებლად, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს. მარის ამჯერად წელის კუნთის ანთება აწუხებს და გართულების თავიდან ასაცილებლად, კიოლნში გამოსვლისგან თავი შეიკავა.

„წელის მარცხენა მხარეს, კუნთის ანთებითი პროცესი განმივითარდა, რომელიც აშშ-ის ღიას შემდეგ, პერიოდულად მახსენებს თავს. ვარჯიშების და თამაშების დროს, ტკივილთან შეგუებას ვცდილობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ანთებითი პროცესი განმიახლდა და ტკივილი ახლახანს გამიძლიერდა“, - ყვება მარი, ვინც ტკივილის გამო, კიოლნის ტურნირის პირველ წრეში, სერბ დანილო პეტროვიჩთან შეხვედრისგან თავი შეიკავა.

ბრიტანელი იმედოვნებს, რომ ტრავმას მოიშუშებს და პარიზის მასტერსზე ასპარეზობას შეძლებს. ტურნირი 2 ნოემბერს დაიწყება.

0.120835