ფეხბურთი

21:53 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ვან დეიკზე: "ისე ველოდებით, როგორც კარგი ცოლი ქმარს ციხიდან"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვირჯილ ვან დეიკის სერიოზულ ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ რთული პერიოდის დაძლევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

„მოთამაშეებს ასეთ დროს მარტო ყოფნა უყვართ, რომ ამ მომენტს გაუმკლავდნენ. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ამის შესახებ ვიცი. თუ არ ვცდები, მეც იგივე ტრავმა ქონდა და ამ დროს ნამდვილად არ ხარ მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვისაც საუბარი უნდა. ჩვენ ვან დეიკის გვერდით ვართ და სრულად მხარს ვუჭერთ. ვირჯილმა ეს იცის. დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი ელოდება ქმარს ციხიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პერიოდი მისთვის, რაც შეიძლება მარტივი იყოს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკმა ტრავმა „ევერტონთან“ მატჩის დასაწყისში მიიღო, ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და უქმობა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს.

0.116716