სხვა

18:37 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: ჩემპიონთა ლიგაზე "დინამოს" ჯგუფი ცნობილია

წყალბურთში ჩემპიონა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „დინამო თბილისი“ ზედიზედ მეორედ ითამაშებს. წილისყრის შედეგად გაირკვა ქართული კლუბის მეტოქეები.

„დინამო თბილისი“ B ჯგუფში ითამაშებს, რომელიც ასე დაკომპლექტდა:

„ჰერცეგი“ (მონტენეგრო), „ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთო), „ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „დინამო თბილისი“ (საქართველო) და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გამარჯვებული გუნდი.

გასულ სეზონში „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გამარჯვება მოიპოვა და თბილისში ფრანგული „მარსელი“ დაამარცხა.

0.135221