დღეიდან 29 სექტემბრის ჩათვლით იწყება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ერთ მილიონამდე ბილეთის საყოველთაო გაყიდვები. ყველა მატჩის ბილეთების ფასები ოთხ კატეგორიად იყოფა. ფასები 15 ფუნტიდან იწყება, ხოლო ბავშვების კი – 7 ფუნტიდან.
ბილეთები ინტერნეტით, რაგბის მსოფლიო თასის გაყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე tickets.rugbyworldcup.com გაიყიდება. იმისათვის, რომ ბილეთზე მოთხოვნა დააფიქსირონ, ქომაგებს მოეთხოვებათ ამ ბმულზე ანგარიშის შექმნა. მსოფლიო თასის 15 მატჩზე, თითო ქომაგს 15 ბილეთის შეძენა შეეძლება.
ზემოთ მოცემულ თარიღებში ქომაგებს შეეძლებათ ბილეთებზე განაცხადების გაკეთება. ბილეთების წარმატებით შეძენის შესახებ ცნობილი გახდება 2014 წლის ოქტომბერს.
ბილეთების შეძენისას ვებ-გვერდზე იმოქმედებს ინდიკატორი, რომელის მეშვეობითაც ბილეთების შეძენის მსურველთათვის გახდება ცნობილი, თუ რომელ მატჩზე შედის ყველაზე მეტი განაცხადი.
ბილეთებზე განაცხადების გაკეთების შემდეგ, ქომაგებისათვის ოქტომბერში გახდება ცნობილი, თუ რამდენი ბილეთის შეძენა შესძლეს. დარჩენილი ბილეთები გაიყიდება ნოემბრიდან.
იმისათვის, რომ თავიდან აიცლილოთ ყალბი ბილეთის შეძენა, მხოლოდ ოფიციალური რესურსით უნდა ისარგებლოთ. მოცემულ მისამართზე მხოლოდ ბილეთები გაიყიდება tickets.rugbyworldcup.com. გარდა ამისა, ბილეთების შეძენა ტურისტული პაკეტების სახითაც, ოფიციალური ტურისტული პროგრამებით იქება შესაძლებელი. გაისად საორანიზაციო კომიტეტი გაუშვებს ბილეთების გადაყიდვის პლატფორმას, რომლის მეშვეობით ქომაგებს არასასურველი მატჩების ბილეთების გაყიდვა შეეძლებათ.
ბილეთების ოფიციალური გაყიდვების სისტემის სასურველი ბარათი გახლავთ მასთერქარდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით თავის მომხმარებლებს შესთავაზებს “ფასდაუდებელ სიურპრიზს”, რომლის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მასთერქარდის ამ პრომო აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოველბლად თვითერსა და ფესბუქზე მიუთუთთ #PricelessSurprises.
www.rugby.ge