ფეხბურთი

14:47 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ტურის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში 2 ქართველი ფეხბურთელი - ელგუჯა ლობჯანიძე და შოთა გრიგალაშვილი მოხვდნენ. აღნიშნული თერთმეტეული ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ შეადგინა.

გრიგალაშვილმა „ოკჟეტპესთან“ 43-წუთზე ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა, „კიზილ ჟარამ“ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. 34 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა.

რაც შეეხება ლობჟანიძეს, ელგუჯამ „ტარაზის“ წინააღმდეგ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და „კაისარი“ მარცხისგან იხსნა. 28 წლის სპორტსმენმა 2020-2021 წლების სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.120459