ფეხბურთი

21:58 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვირჯილ ვან დეიკი საოპერაციოა

ვირჯილ ვან დეიკს მუხლზე ოპერაციას ჩაუტარებენ. „ლივერპულმა“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ 29 წლის ნიდერლანდელი საოპერაციოა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ზუსტი დრო, რომლის გამოტოვება ვან დეიკს მოუწევს, ჯერჯერობით უცნობია. გუშინ კი, ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ „ლივერპული“ ლიდერის გარეშე 7-8 თვით დარჩა.

ვირჯილ ვან დეიკმა ტრავმა „ევერტონთან“ მატჩში მიიღო, როცა მის წინააღმდეგ ჯორდან პიკფორდმა იუხეშა.

0.1096